PART-4.4
•Das Geräusch•
PART-4.4
•Das Geräusch•
PART-4.4
•Das Geräusch•
PART-4.4
•Das Geräusch•
PART-4.4
•Das Geräusch•
კარგად დააკვირდი შენს წითელ ბოთლს და მე გეტყვი რომ ჩვენი, ჩემი და შენი წითელი ბოთლი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება.
ფორმით,
ფერით,
ფაქტურით,
ზომით და რაოდენობითაც კი
ჩემი წითელი ბოთლი, მინის სამი სხვადასხვა ფორმის, ფაქტურისა და ზომის ერთიანობაა, რომელიც დიდი ხანი უცვლელი თანმიმდევრობით იდგა ჩემს თაროზე და მუდამ იყო ჩემი თვალთახედვის არეალში.
ეს სამი ბოთლი იმდენი ხანი იდგა ასე უცვლელად, რომ უკვე მტვერის შესამჩნევ ფენას დაეფარა, როცა გადავწყვიტე ეს ბოთლები დამეშალა და სხვაგან, სხვა კომბინაციაში გადამედგა, სხვა თაროზე, დავინახე, რომ ჩემმა წითელმა ბოთლმა, დაფენილ მტვერში, სამი სხვადასხვა ზომის, სუფთა წრე დატოვა იქ, სადაც ამდენი ხანი უძრავად იდგა.
იქ მტვერმა ვერ შეაღწია.
ხოლო როცა მე წარმოვიდგენე წითელი ბოთლი, ჩემს წარმოსახვაში აწ უკვე დაშლილი და გადაადგილებული, მინის სამი ჭურჭლის კომბინაცია დავინახე, რომელიც დიდი ხანი იდგა ჩემს თაროზე უძრავად, წითელ განათებაში.
ამით იწყება ყველაფერი.
ჩვენ ყველა იმ სამყაროს პროდუქტი ვართ, რომელი სამყაროც ბავშვობაში მოგვაწოდეს.
პირველად ამას ოჯახი და ახლო გარემოცვა აკეთებს. მოწოდებულ სამყაროს კი ჩვენ ზუსტად ისე აღვიქვამთ, როგორც ჩვენ - ინდივიდები, აღვიქვამთ მას. ფიზიკურად თუ ფსიქიკურად.
ფიზიკა ფსიქიკის გარეშე, ან პირიქით, ფსიქიკა ფიზიკის გარეშე, არ მუშაობს.
ის ერთიანობაა.
ჩვენი ფიზიკური სამყარო განსაზღვრავს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას - ცნობიერს და არაცნობიერს. ხოლო ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა ყოველთვის აისახება ჩვენს ფიზიკურ გარემოზე. ყველაფერი ის რაც ხდება ჩვენს ფიზიკურ გარემოში, აისახება ჩვენს ფსიქიკაზე სწორედ იმ ინდივიდუალური აღმიქმის წყალობით და გამოიხატება ფიზიკურ ქცევაში სწორედ იმ ინდივიდუალური აღქმის შედეგად, რომელი ინდივიდუალური აღქმის საფუძველზეც ჩემი და შენი წითელი ბოთლი ერთმანეთისას არასდროს არ დაემთხვევა.
მთლიანი სამყარო სუბიექტური ჭეშმარიტებებისგან შედგება, რის გამოც ობიექტური ჭეშმარიტების მტკიცება აბსოლუტურად კარგავს აზრს. თუმცა არსებობს ჭეშმარიტებები რომელზე კამათმა შეიძლება მიგვიყვანოს მისი ბუნების ჭეშმარიტ ობიექტურობამდე მაგალითად:
როგორიც არის - ნორმა.
რა არის ნორმა?
და რა არის მისი ჭეშმარიტი ბუნება.
შეიძლება ის იყოს აბსოლუტი?
ორი სუბიექტური ჭეშმარიტების დაპირისპირებიდან მიღებული ერთი ობიექტური ჭეშმარიტების მიღება, ნიშნავს იმას რომ ერთმა ჭეშმარიტებამ მეორეს, თავის განვრცობითობასა და ლოგიკურობაში აჯობა და როგორც შავმა ხვრელმა ისე შთანთქა მეორე სუბიექტური ჭეშმარიტებიდან წამოსული სინათლე რომელიც თავის არსში, ისედაც აბსოლუტურად ობიექტური ჭეშმარიტებაა. რომელიც ამ აქტის შემდეგ, იძენს სოციალურ-ნორმატიულ ობიექტურობის ბუნებას და კარგავს პიროვნულ - ობიექტური ჭეშმარიტების ბუნებას.
სუბიექტური ჭეშმარიტება, რომელიც თავის წარმოშობიდან გამომდინარე არის აბსოლუტი, მანამ სანამ ვაანალიზებთ, რომ ეს ჭეშმარიტება აბსოლუტი არის ჩემთვის და მხოლოდ - როგორც ინდივიდისთვის. ხოლო როცა ვცდილობთ ჩვენი ობიექტური ჭეშმარიტების სხვისთვის მტკიცებას, ეს ჭეშმარიტება ხდება სუბიექტური რომლის აბსოლუტ ობიექტურ ჭეშმარიტებად გადაქცევასაც ვცდილობთ და რომელის ჭეშმარიტი არსი, ისედაც აბსოლუტში ობიექტური ჭეშმარიტებაა. იმიტომ რომ რაოდენ სუბიექტურიც არ უნდა იყოს ჭეშმარიტება ეს ჭეშმარიტება ინდივიდისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და რადგან იმისთვის, რომ სუბიექტურმა ჭეშმარიტებამ შეიძინოს ობიექტური ჭეშმარიტების ბუნება და ის გახდეს სოციო-ნორმატიული (ვინაიდან და რადგანაც ორი ინდივიდისგან შემდგარი ერთობა უკვე არის სოციუმი რომელიც ქმნის გარემოს მის სოციუმში მყოფი ინდივიდებისთვის) ობიექტური ჭეშმარიტება, ამისთვის ორივე ინდივიდის თანხმობაა საჭირო.
მიუხედავად ამისა, იმ ორი სუბიექტური ჭეშმარიტებიდან მიღებულ ერთ ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომელ სუბიექტურ ჭეშმარიტებათა, ჭეშმარიტი ბუნება, არის აბსოლუტში ობიექტური, მაინც არ იქნება აბსოლუტში ობიექტური ჭეშმარიტება, რადგან ის კვლავაც დარჩება ადანი C სთვის სუბიექტური, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჭეშმარიტება ორ სუბიექტში, A სა და B სში, აბსოლუტში ობიექტური ჭეშმარიტება, რადგან აბსოლუტში მიღებული ობიექტური ჭეშმარიტება, ყოველთვის ხდება სუბიექტური ადამიანი C სთვის იმისდა მიუხედავად რამდენი ობიექტისთვის არის ეს ჭეშმარიტება აბსოლუტში ჭეშმარიტად ობიექტური.
რა არის ნორმა რა შეიძლება იყოს მისი ჭეშმარიტი ბუნება.
ნორმა არის; საგნის, მოვლენის, ემოციების, სუბიექტის(სულიერის,უსულოს) და ზოგადად მთლიანი
გარემოს ჩვენი ობიექტური შეხედულებების ანალიზიდან გამდინარე აღქმული განსაზღვრება.
როდესაც ადამიანი A ეუბნება ადამიან B-ს რომ ადამიანი C არის ნორმალური, ორივე A-ც და B-ც სწორედ ნორმის იმ განსაზღვრებას იყენებს საკუთარ აღქმაში, როგორ ნორმატიულ განსაზღვრებამდეც მან მიიყვანა ნორმის აბსოლუტში ჭეშმარიტმა ობიო-სუბიექტურმა განსაზღვრებამ.
ხოლო ნორმის ობიო-სუბიექტური ჭეშმარიტი განსაზღვრება ძალიან მარტივი შეიძლება იყოს
ის ისეთია როგორიც არის შენთვის.
ის მხოლოდ შენი ნორმაა და მხოლოდ.
ისევ დავბრუნდეთ.
წარმოიდგინე წითელი ბოთლი.
ინსპირაცია ნორმის ბუნების განსაზღვრებაზე, ჩემი, ჩემი სამეგობროს, ჩემი ძმის და მისი სამეგობროს კამათიდან მოვიდა. როდესაც ერთი მხარე ცდილობდა მეორესთვის დაემტკიცებინა, რომ თუ ადამიანი A ეუბნება ადამიან B ს რომ ადამიანი C არის ნორმალური, ის, ადმიანი A, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებულია რომ ადამიანი B ამას სწორედ ისე აღიქვამს როგორც ეს ადამიანმა Aმ წარმოიდგინა.
როცა ადამიანი A ს მიერ განსაზღვრული ადამიანი C ს ნორმა ადამიანი B სთვისაც სწორედ ისეთივე განსაზღვრებაა როგორიც ადამიანი A სთვის ეს სოციალური ნორმა.
სოციალური ნორმა.
სოციალური ნორმის განსაზღვრება პიროვნული ნორმისგან განსხვავებით აბსოლუტურად საპირისპირო განსაზღვრებაა.
როდესაც ერთი ინდივიდი მის ჭეშმარიტად ობიექტური ჭეშმარიტების დაპირისპირებას იწყებს, მეორე ინდივიდის ჭეშმარიტ ობიექტურ ჭეშმარიტებასთან, გადაკვეთისას ორივე ობიექტურად ჭეშმარიტი ჭეშმარიტება კარგავს ჭეშმარიტად ობიექტური ჭეშმარიტების ბუბნებას და ის ხდება სუბიექტური. ხოლო როცა ინდივიდი A ახერხებს ინდივიდი B სთვის მისი ჭეშმარიტად ობიექტური ჭეშმარიტება იქცეს ობიექტურ ჭეშმარიტებად - ის ხდება სოციო-ობიექტური ჭეშმარიტება, ვინაიდან ორი ინდივიდისგან შემდგარი ერთობა მიკრო სოციუმია, მიკრო კოლექტივი, რომლისთვისაც არსებული ობიეტური ჭეშმარიტება, მესამე ინდივიდისთვის, ხდება სოციალური ნორმა.
სოციალური ნორმები A და B ადამიანს აიძულებს ადამიანი C ს ნორმატიული განსაზღვრება ორივეს შემთხვევაში იყოს არა ჭეშმარიტად ობიექტური, როგორც ეს პიროვნული ნორმის განსაზღვრებაში, არამედ კოლექტიურად ობიექტური, რომელიც პიროვნულ ნორმას ზუსტად ისე ეფარება ზედ, როგორც მტვრის ფენა. ხოლო ეს მტვერი მანამდე აფარია ჩვენს თაროს, ან ბოთლს ზედ, სანამ იმ ბოთლების გადადგმა შეცვლა და ამ მტვრის გადაწმენდა არ გვინდა, რომელიც ჩვენ თაროზე უკვე იმდენი ხანია დგას, რომ მან ერთი მთლიანობის, როგორც ერთი მთლიანი წითელი ბოთლის, რომელიც, რამდენიმე მინის ჭურჭლისგან შედგება, აქცია წითელი ბოთლის ჩვენს ობიო-სუბიექტურ აღქმად და რომელიც ვერასდროს იქნება სხვისთვის აბსოლუტში ჭეშმარიტება.
ხოლო ჩვენი ობიო-სუბიექტური ჭეშმარიტება ჩვენთვის და მხოლოდ - არის ობიექტური ჭეშმარიტება. სუბიექტური ხდება ის, მაშინ როდესაც, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ობიექტური ჭეშმარიტების მტკიცებას, რომ მას შევსძინოთ ჭეშმარიტების კოლექტიურად ობიექტური ბუნება, მაშინ როდესაც ჩვენი სუბიექტური ჭეშმარიტება ისედაც არის ობიექტური ჭეშმარიტება, იმიტომ რომ, ჩვენი სუბიექტური ჭეშმარიტება ჩვენთვის ობიექტურია და მისი ობიექტურობის მტკიცებას და ამაზე კამათს აზრი ეკარგება. რადგან რატომ არის ჩემი წითელი ბოთლი სამი შუშის ჭურჭლისგან შემდგარი, წითელი შუქით განათებული გამჭვირვალე სამი მინის ბოთლის ერთი მთლიანობა, ამაზე ვერავინ იდავებს.
რატომ არის ის ასეთი?
იმიტომ რო ის ისეთი არის ჩემთვის.
ამიტომაც არის ჩემსა და შენს მიერ წარმოსახული წითელი ბოთლი ერთმანეთისგან განსხვავებული, ფორმით, ფერით , ფაქტურით. ,ზომით და რაოდენობითაც კი. შენთვის და ჩემთვის წითელი ბოთლის ვიზუალური აღქმა დაბადა ჩვენს გონებაში მილიარდობით მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვურმა რეაქციმ და ეს რეაქცია ყველა ინდივიდში კარდინალურად განსხვავებული და ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალურია.
ამიტომ წითელი ბოთლის ვიზუალის, სწორედ იმ ინდივიდუალურ აღქმასთან რამ მოგვიყვანა ეს ჩვენთვითონაც არ ვიცით და არც გვევალება(თუმცა აქაც შეგვიძლია თავისუფლად დრიფტი) მისი ცოდნა.
სამყაროში ყველაფერი მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივობაა, რომელიც არც არასდროს დაწყებულა და არც არასდროს დამთავრდება.
დრო სტატიკაა. ის არ მოძრაობს.
ის მაშინ იწყებს ჩვენ გარშემო, როგორც მოლეკულის გარშემო ბრუნვას, როცა ვირთვებით. თუმცა ჩართვამდე დიდი ხნით ადრე, ვარსებობდით. მაშინაც ვარსებობდით როცა სამყარომ დაიწო არსებობა და იქ დავსრულდებით სადაც სამყარო დასრულდება. სამყაროს კი არასდროს დაუწყია არსებობა და არასდროს დაასრულებს რადგან ის მუდმივია, როგორც დრო.
სამყაროს მასშტაბის გაანალიზება და გააზრება ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია.
-რატომ?
აიღე რომელიმე ერთი ხელის მტევანი და ბავშვობაში ჭოგრიტს როგორც აკეთებდი ისე გააკეთე.
ერთი თვალი დახუჭე და ამ ჭოგრიტიდან გაიხედე ერთ მხარეს. ცოტა ხნით მზერა რამეზე გააჩერე.
თავში აღწერე რას ხედავ იმ წამს.
ეხლა ჭოგრიტი ჩამოწიე ისე, რომ არ გახსნა ხელი და არც მეორე თვალი გაახილო. აღწერე რა მოემატა ჭოგრიტიდან დანახულ სურათს. ეხლა მეორე თვალიც გაახილე და კიდევ აღწერე რა დაემატა წეღანდელ ორ სურათს. ეხლა წარმოიდგინე ეს კედლები რომ არ იყოს შენს წინ, რა გამოჩნდებოდა და მერე იმის წარმოდგენასაც თუ შეძლებ, კედლების გაქრობის მერე რაც გამოჩნდება, ისინიც რომ გაქრეს, რა შეიძლება რომ გამოჩნდეს, იგრძნობ როგორ ტკბები ამ სიცარიელით, ახლად დათოვლილი სივრცეების ყურებით, რომელიც ამ ჭუჭყის განცდას აქრობს და ერთიან სუფთა სივრცედ აქცევს ყველაფერ იმას, რაც ყოველ დღე თვალში გვეჩხირება და ტვინს გვიტყნავს.
მოდუნდი.
ეხლა დახედე შენს ბინოკლს.
ჩვენი სამყარო იმხელაა რამხელაზეც ჩვენ ვუყურებთ მას.
თუ ჩვენ მთელი ცხოვრება აი ამ პატარა ჭუჭრუდანიდან ვუყურებთ სამყაროს, მასში იმაზე მეტი არასდროს გამოჩნდება ვიდრე ამ ჭუჭრუტანის საზღვები გაძლევს ამის საშუალებას. ამიტამოც გვიჭირს ადამიანებს სამყაროს მასშტაბის აღქმა და არც გვევალება ის იმხელა აღვიქვათ, რამხელაც სინამდვილეში არის.
იმიტომ რომ, არავინ იცის ის სინამდვილეში რამხელაა.
სამყაროსაც თავის აღქმა შეიძლება ქონდეს თავის მასშტაბზე. შეიძლება სამყაროც ვერ აღიქვამდეს იმ მასშტაბს სადაც თვითონ არსებობს, ვინაიდან და რადგანაც სამყარო, ისევე როგორც ჩვენ, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ვიღაცის შიგნით მოთავსებული სამყარო შეიძლება იყოს, ისევე როგორც ჩვენ ვარ მასში მოთავსებული, ან ისევე როგორც ჩვენშია მოთავსებული სამყარო და ასე დაუსრულებლად. ჩვენ ვართ სამყარო და სამყარო არის ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა ეს, ჩვენ ერთმანეთის ნაწილი ვიყავით, ვართ და ვიქნებით - მუდამ.
ჩვენ არ გვევალება მისი ჭეშმარიტი მასშტაბი აღვიქვათ.
ჩვენი სამყარო იმხელაა რამხელაზეც ჩვენ ვხედავთ მას და ის ობიექტური ჭეშმარიტებაა ჩვენთვის.
ჩემთვის ინტელექტი, სამყაროს მასშტაბის აღქმის უნარია.
ჩვენი ინტელექტი ზუსტად იმხელაა რამხელა სამყაროსაც ვხედავთ ჩვენ.
ხოლო იმისთვის, რომ სამყაროს მასშტაბის აღქმა გავიფართოვოთ, რომელიც ჩვენს გარეთაა, ჩვენს შიგნით მოთავსებულ სამყაროში ხედვით უნდა დავიწყოთ.
და როცა ჩვენს შიგნით სამყაროს, რომელიც ჩვენს გარეთ არსებული სამყაროს პროდუქტია, ფართოდ ვუყურებთ, ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს აღქმასაც სწორედ ისეთივე მასშტაბებში ვახერხებთ.
რადგან ფსიქიკა და ფიზიკა ცალ-ცალკე არ მუშაობს.
ხოლო როცა ჩვენი სამყაროს ხედვას უამრავი სოციო-ნორმატიული ჭოგრიტები განსაზღვრავს, ჩვენი სამაყაროს მასშტაბისა და ფორმის აღქმა, სწორედ ისეთი იქნება რის საშუალებასაც ამ ჭოგრიტის საზღვრები იძლევა.
მე ვთვლი, რომ ჭოგრიტების საზღვრებიდან სამყაროს ყურების იძულება შეიძლება იყოს ადამიანისთვის თავისუფლების უფლების წართმევა.
და რა არის თავისუფლება?!
აქაც მარტივ პასუხამდე შეიძლება მივიდეთ.
თავისუფლება არის მოიპოვო უფლება გჯეროდეს სამყაროს აღქმის, ჭეშმარიტად ობიექტური ბუნების და აღიქვამდე მას ისეთს, როგორც ის არის შენთვის.
მოიპოვო უფლება მოიხსნა ჭოგრიტი რომელიც სოციუმმა და მრავალმა ინსტიტუციონალურმა
გავლენამ დააწესა შენთვის.
თავისუფლება არის უფლება, მოიპოვო ინტელექტი.
სოციალური ნორმატივებით ცხოვრება სქელი, შუქ და ბგერა გაუმტარ, მინით აგებულ, ერთ კაციან, ერთ კვადრატულიან დაუსრულებელ საკნებს ჰგავს, რომლებიც ცამდე აწვდილი შუშის გვირაბების დაუსრულებელი მინდვრებია. საკნები კი ერთმანეთის მიჯრითაა ამ სივრცეში განლაგებული და თითოეული წევრი ამ მინის კუბებში გამომწყვდეული პიროვნებაა, რომელიც ვერც ჯდება, ვერც წვება - ვერ ისვენებს. მას შეუძლია მხოლოდ იდგეს და ამ სქელი შუშის იქით გაბლარულ, დამახინჯებულ გამოსახულებას თავის ქმედება შეუწყოს, რადგან მისი, როგორც პიროვნების მთავარი მიზანი და სურვილი ამ ციხიდან გამოღწევაა.
ხოლო თითოეული მათი ქმედება გამრუდებული ქმედების დუბლირებაა, რომელიც ქმნის სოციალური ნორმების დაუსრულებელ ჯაჭვს.
რეალურად ვერასდროს ვხედავთ რეალურ სურათს ამ სქელი მინის იქით. ვინაიდან რასაც ვხედავთ ამ სქელი მინის მიღმა, როგორ არსებობს ობიექტი, რომელიც ზუსტად იგივე მდგომარეობაშია და აკვირდები მას, ვინაიდან და რადგანაც ის ზუსტად ისევე გაკვირდება შენ როგორც შენ მას, არის მისი სურათის აღქმის ბაზა. არაუემეტეს 30%სა. რაც რათქმაუნდა გვაძლევს საშუალებას რაღაც აღვიქვათ, ხოლო მის მთლიან, ნათელ სურათს, ჩვენს გონებაში ვქმნით ჩვენვე, ჩვენივე წარმოსახვით. რაც მის ჭეშმარიტ სახეს, იმიტომ, რომ თითოეული ინდივიდი ჭეშმარიტი სახეა, მისივე აღქმული წითელი ბოთლით, რეალობას 70% (პროცენტების გადანაწილება გემოვნებით), არ შეესაბამება. ადამიანს, რომ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ კარგად დავინახოთ მეორე ჩვენსავე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი, რომელიც ჩემი რეპლიკაა, იმიტომ, რომ მე ვარ მისი და ჩვენი ორივეს ქმედება ერთმანეთისგან გამოდინარეობს, ამისთვის საჭიროა შუშის კედლის მიღმა ნათელი სურათის დანახვა და არა გაბლარული და გაურკვეველი გამოსახულბის, ასევე გაბლარული და გაურკვეველი ობიექტისა. ეს კი ზრდის სურათის აღქმაში საკუთარი წარმოსახვის როლს, რომელიც დიდი ხანია უკვე შედეგს არ იძლევა ამ ციხიდან თავის დაღწევაში. აქ კი გვეძლევა საშუალება მინის კედლის იქით ყურება, საკუთარ თავში ყურებით შევცვალოთ, იმიტომ, რომ სრულად აღუქმელი სურათის დასრულებულ აღქმაში თუ ჩვენი წარმოსახვა იმაზე დიდ როლს თამაშობს ვიდრე მისი რეალური სახეა, ჩვენ ვერასდროს მივიღებთ ჭეშმარიტ სურათს, რომელიც შემდეგ გასაზღვრავს ჩვენს ქმედებას, რომელსაც განსაზღვრავს ჩვენი ფსიქიკა, რომელიც განსაზღვრა ჩვენმა გარემომ - სწორად. მზერის ეს კუთხე კი ჩვენთან ყოველთვის გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით იმუშავებს.
ამიტომ როცა ამჯერადაც ვერ გავარღვიეთ ეს კედელი და აქედან ვერ გამოვაღწიეთ ერთხელ, ათჯერ, ასჯერ, იწყება იმედგაცრუება, ბრაზი, აგრესია. იმიტომ, რომ ჩვენ შეგვეძლო ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ აქედან გაქცევა, მაგრამ შენ არ მოიქეცი ისე როგორც "მე მემგონი"-ა*, რომ მოიქცეოდი. იმიტომ, რომ ჩვენთვის სურათის აღქმის 70% ჩვენივე წარმოსახვის შედეგია და არა ჭეშმარიტება.
ჩვენს იმედგაცრუებებს, რომელსაც წყენა, ბრაზი აგრესია, სიძულვილი, უთანხმოება საკუთარ თავთან და დანარჩენ სამყაროსთან მოჰყვება, ჩვენივე მოლოდინები იწვევს და მხოლოდ.
-*მე მგონი - წარმოსასხვითი უსასრულობის ჩამრთველი ღილაკი წარსულსა და მომავალში დაქსელილი მილიონობით დაუდასტურებელი ვარიანტის უსასრულო რეაქციად ქცევა ჩვენს გონებაში.
რა მოხდება თუ ვიტყვით რომ იმას რასაც ჩვენ, გვერდითა საკანში ვხედავთ, არ არის ბაზა და რომ არ არსებობს ბაზა, გარეშე ბაზა, და რომ ჩვენ თავად ვართ საკუთარი თავის ბაზა, რომლის ჩამოყალიბებაში ჩვენ გვერდით, ოთხივე მხარეს, მყოფი თანაციხელი ობიექტების წვლილი დიდია.
რა მოხდება თუ ვიტყვით, რომ ავიხედოთ ზემოთ, სადაც დავინახავთ ჩვენს თავზე ღია სივრცეს, შეილება ცოტა შორს, ან შეილება იმდენად შორს, რომ ეს სივრცე ნემსის წვერისხელა თეთრი სინათლის წერტილად მოჩანდეს, ან კიდე უფრო პატარად.
ეს გასასვლელია.
ადამიანებმა ვიცით რომ ეს გასასვლელია. ჩვენ დიდი ხანია უკვე მის ზღურბლზე ვდგავართ და ვიცით, რომ კარის მიღმა ჩვენი პიროვნული ზრდის ურთულესი გზა არის, რომელში გასვლის მერეც, უკან დასაბრუნებელი გზა ქრება და მხოლოდ წინ სიარულიღა გვრჩება. გასვლამდე გზა რთული შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება იმ ადგილას გავჩერდეთ სადაც გავიჭედეთ, დავნებდეთ და ვიფიქროთ რომ მეტს ვეღარ გავქაჩავთ, ვერც ამით დავბრუნდებით უკან. იქ საიდანაც გასასვლელი ნემსისხელა სინათლის წერტილად მოჩანს და რაც უფრო დიდი ხნით ვერ ვბედავთ გასასვლელისკენ ნაბიჯის გადადგმას, მით უფრო მძაფრი ხდება ჩვენი ყველა უარყოფითი ემოცია. რადგან პიროვნულად გარდაუტეხელი ადამიანები, მუდამ ვრჩებით გაბრაზებულ, ცხოვრებაზე ნაწყენ აგრესიულ ბავშვებად.
ვთქვათ რომ თუ ჩვენ გასასვლელისკენ დავიძვრებით და ამ შუშის გვირაბში აძრომას გადავწყვეტთ, მთელ სივრცეს დაინახავთ.
ვიგრძნობთ ქარს ჩვენს სხეულზე.
შეიძლება შეგვცივდეს.
მაგრამ მივხვდებით, რომ აქამდე სიცივე არასდროს გვიგრძვნია, ეს სხვა სიცივეა.
ვსუნთქავთ!
ჩვენ შეგვიძლია ზემოდან დავხედოთ და გავუწოდოთ დახმარების ხელი, იმ ადამიანს რომელის
თანაციხელადაც გავატარეთ ამდენი წელი, რომელიც არც არასდროს გვინახავს და არც არასდროს
გაგვიგია მისი ხმა. ის მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაშია ისეთი როგორიც ის არის და ჩვენ მას არ ვიცნობთ.
ეს ციხეა!
ეს ციხე მარტომ უნდა დავტოვოთ.
ეს ჩვენი საკანია.
აქ იქამდე ვართ, სადამდეც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ აქ. ეს გვირაბი საიდუმლო და სიცოცხლისთვის საშიში ატრაქციონია. ბევრჯერ შეილება რაღაც დავიზიანოთ. სიკვდილის პირასაც შეილება მივიდეთ და შეიძლება სადღაც დავნებდეთ და იქ გავიჩხიროთ სადამდეც გავაღწიეთ, ან უკან ჩავვარდეთ და გავეთიშოთ. ან შეიძლება ამ საკნის ძირში ვიყოთ ბოლომდე და ვერავინ გვეტყვის რამდენად ღრმა შეიძლება იყოს, ან რამდენი სართული ემატება ჩვენს გვირაბს მანამ, სანამ ჩვენ იქ ვზივართ და კვლავ ცდილობთ გვერდით მყოფის იმედით, მისი დაუსრულებელი რეპლიკა შევქმნათ და გადავცეთ სხვას.
თუმცა ყოველივე ეს, არ ცვლის იმ ფაქტს რომ ჩვენი გვირაბის თავზე არის ღია ცა.
ეხლა როცა ზემოთ ვდგავართ და ვსუნთქავთ, შეგვიძლია დავეხმაროთ სხვას, ხელი გავუწოდოთ, დავუძახოთ და ამოვათრიოთ, იმიტომ რომ ეს კედლები არ იმსხვრევა.
აქედან მხოლოდ ამ გზით გავმოძვრებით.
აქედან მხოლოდ ამ შუქში შესვლით გამოვალთ.
გამოსასვლელს რომელსაც მთელი ცხოვრება სხვაგან და სხვასში ვეძებთ, კარი რომელიც დიდი ხანია ვიცით და რომელიც არ გვინდა რომ ვიცოდეთ სად არის.
მაგრამ არ დაგვწყდეს გული თუ ადამიანი ქვემოდან არ გვიწვდის ხელს.
რატომ?
გავიხსენეოთ, ჩვენ რომ ვიჯექით ქვემოთ, რამხელა იყო შუქი ჩვენს თავზე? -
ნემსისხელა თუ უფრო პატარა. იქნებ მომენტებში და შეიძლება დიდი ხნითაც კი საერთოდაც ქრებოდა, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა.
არავინ იცის ვინ რა სიღრმეზე ვზივართ იქ სადაც ვზივართ, ამიტომაც არ ვიცით რამდენმა ადამიანმა გამოიარა და გამოგვიწოდა ხელი გვეძახა და ვერ გაგვაგონა.
იქ არავის ხმა არ ისმის.
იქ მხოლოდ ჩვენი ხმა ისმის.
იქ მხოლოდ ჩვენ ვართ.
დახმარების მოლოდინში კი შუქი ჩვენს თავზე უფრო და უფრო შეუმჩნეველი ხდება. უფრო და უფრო დიდი ხნით იკარგება.
თუმცა მე მჯერა, რომ გამორთვამდე, ყოველთვის არის შანსი გამოსვლის.
სანამ ჩვენ არ მოვინდომეთ მანამდე არაფერი გამოვიდა.
არსებობა არსებობს - და ამ არსებობაში ჩვენც ვარსებობთ, ხოლო ამ არსებობაში ჩვენი არსებობის არსი არის ის, რომ ჩვენი არსებობა არის მარადიული.
ხოლო არსის შეძენა მოვლენის საწყის ფორმაში დაბრუნებაა, როცა შენ მოვლენას ყველა კუთხიდან და ფართოდ უყურებ, როგორც ბავშვი.
როცა ყველაფერი კარგავს აზრს, ყველაფერი იწყებს არსის შეძენას.
ჩვენ აღარ ვართ ცხოვრებაზე გაბრაზებული, ნაწყენი ბავშვები, რომლებიც გამუდმებით ველოდებით გამოწვდილ ხელს, როგორც ცხოვრებისგან ჩაგრულნი. არამედ ვართ ზრდასრული პიროვნებები, რომელიც მუდამ იზრდებიან და რომელნიც თავის თავში იბრუნებენ იმ ბავშვს, რომელი ბავშვის მიერ აღქმული საყარო უსასრულო და საოცრად აღმაფრთოვანებელია. ვიბრუნებთ იმ ჭეშმარიტ სამყაროს ჩვენში, რომელი სამყაროც სოციო-ნორმატიულ ჭოგრიტებში გამოვამწყვდიეთ.
ჩვენი არსებობა არის მარადიული.
სწორედ ისეთი როგორიც სამყაროა.
ის არასდროს დაწყებულა და არასდროს დამთავრდება. ჩვენი ფიზიკური არსებობა ბევრი მიზეზშედეგობრიობის ერთ-ერთი კვანძია, რომელიც მანამდე დაიწიყო ვიდრე ჩავერვებოდით დინამიკურ დროში. ხოლო სანამ დინამიკურ დროში ჩავერთვებოდით - ფიზიკურად, მანამდე ჩვენი არსებობა მეტაფიზიკურად სტატიკურ დროში იყო, არის და იქნება მარადიული.
ჩართვიდან - გამორთვამდე.
ჩვენმა ფიზიკურმა არსებობამ, უბრალოდ, დროის ფიზიკური მახასიათებელი - დინამიკა შეიძინა. გამორთვის მერე, ჩვენივე საწყის ფორმას, მარადიულ სტატიკურ დროში, მარადიულ არსებობას ვუბრუნდებით.
ანუ ვარსებობთ მუდამ, მარადიულად, უსასრულოდ.
ვინაიდან და რადგან, ჩვენს მიერ სუბიექტურად აღქმული სამყაროს ჭეშმარიტი ობიექტურობა, რომელიც მოწოდებული სამყაროს ინდივიდუალური აღქმაა, ქმნის ახალი მიზეზშედეგობრიობის ჯაჭვს, რომელიც განსაზღვრავს სუბიექტის სამყაროს აღქმის ბაზას, რომელიც განსაზღვრავს სხვა სუბიექტის სამყაროს ბაზას და რომელიც გაგრძელება მარადიულად, ზუსტად ისევე მარადიულად, როგორ მარადიულადაც არსებობს ყველა ის სუბიექტი რომლის არსებობამაც განსაზღვრა, ჩვენი, სამყაროს აღქმის ბაზა.
ჩვენ ადამიანები, თითოეული ჩვენგანი, ერთმანეთან ვართ დაკავშირებულნი. წარმოვიდგინოთ ყველა ის ადამიანი რომელსაც ვიცნობთ და მერე წარმოვიდგინოთ ყველა ის ადამიანი რომელსაც თითოეული ჩვენთვის ნაცნობი ადამიანი იცნობს და გავყვეთ.
კავშირებითი უსასრულობა.
ჩვენ ყველა, ადამიანის იმ მეტაფიზიკურ მდგომარეობასთანაც კი ვართ კავშირში, რომლებიც ფიზიკურად დინამიკური დროიდან დიდი ხნის წინ დაუბრუნდა დროის სტატიკურ განზომილებას და იმათთანაც კი ვინ დიდი ხნის მერე, სტატიკურ დროს გაეთიშება და დინამიკური დროს განზომილებაში ჩართვის მერე, ფიზიკურ არსებობის მდგომარეობაში დაიწყებს არსებობას.
თუკი სამყაროს აღვიქვამთ მნიშვნელობა არ აქვს ჭოგრიტიდან, თუ ფართოდ გახელილი თვალებით, რომელიც უკიდეგანო დათოვლილ სივრცეებს გაჰყურებს, ესეიგი ვარსებობთ და თუკი ვარსებობთ ესეიგი სამყაროსაც აღვიქვამთ ისეთს, როგორსაც ჩვენ აღიქვამთ მას და მნიშვნელობა არ აქვს სამყარო რამხელაა მისი მაშტაბით. რამხელაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ და ის ერთმანეთისგან შევდგებით და ის, თუ რამხელაზე ვხედავთ სამყაროს ჩვენში, იმხელაა ჩვენი მისეული აღქმა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის ერთი კვადრატი შუშის საკანი, რომელშიც ის ადამიანია გამომწყვდეული, რომლისთვისაც დროის დინამიკურ განზომილებაში იკარგება ის პატარა შუქი, რომელიც სინამდვილეში უკიდეგანო სივრცეა საფრენად და ეს რომ გავიგოთ, ჩვენს თავზე ნემსისწვერისხელა თეთრ შუქს უნდა მივყვეთ.
ამ ჭოგრიტს არავინ მოგვხსნის.
ის ჩვენი მოსახსნელია.